Nabucco-ს პროექტის განხორციელება ისევ ეჭვქვეშ დადგა, ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა Financial Times Deutschland. ავრცელებს. 
„ცოტა ხნის უკან ყველანი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ევროპა აზერბაიჯანის შახ-დენიზის საბადოდან გაზს მიიღებდა. მას შემდეგ, რაც წინა კვირაში ცნობილი გახდა, რომ Nabucco-ს რეალიზაცია 2013 წლიდან დაიწყებოდა, ბაქოში სკეპტიკოსები საერთოდ ამ პროექტი რეალიზაციაზე ალაპარაკდნენ"- ნათქვამია პუბლიკაციაში. 
მიუხედავად იმისა, რომ ბაქო მხარს უჭერს იდეას, რომლის მიხედვითაც ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ იქნება, ამის მიუხედავად  აზერბაიჯანი ფრთხილად ახალ პარტნიორების ძიებაშია. 
Financial Times Deutschland. წერს, რომ  Nabucco-ს მასშტაბურ პროექტს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. თუმცა ვიდრე მაშტაბური პროექტის დაიწყება, მანამდე შედარებით მცირე პროექტების რეალიზაცია უკვე დაწყებულია. გამოცემა იტყობინება, რომ უკვე დაწყებულია  ITGI-ს  (მილსადენი თურქეთი-საბერძნეთი-იტალია) და ტრანსადრაიატიკული გაზსადენის (TAP) მშენებლობა.
AGRI-ის პროექტი კი ითვალისწინებს  საქართველოდან რუმინეთში გათხევადებული გაზის ტრანსპორტირებას 
„მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტები  მოგვიანებით დაიწყო, ისინი უფრო წარმატებულად ხორციელდება", - წერს  Financial Times Deutschland.