თალიბებმა პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში მდებარე ქალაქ შაბკადარის სამხედრო ცენტრის შესასვლეთან მოწყობილი ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა აიღეს.
„თალიბების წარმომადგენელთა განცხადებით, ეს არის შურისძიება ალ-ქაიდას ლიდერის, უსამა ბილ ლადენის მკვლელობისთვის და ეს არის შურისძიების პირველი მცდელობა, რომელსაც სხვა ქმედებებიც მოჰყვება", - იტყობინება "ბი-ბი-სი".
თვითმკვლელთა მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულია 70 ადამიანი. ათობით ადამიანი დაჭრილია. მრავალი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ქალაქის პოლიციის უფროსის, ნასირ ხანის განცხადებით ყველა დღუპული ახალწვეულია, რომლებიც ცენტრში სამხედრო მომზადებას გადიოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების დროს ახალწვეულები ავტობუსში სხდებოდნენ. დაღუპულთა შორის არიან სამოქალაქო პირებიც.
შაბკადარი ავთანეთის საზღვართან, ქალაქ პეშავარიდან 35 კმ-ში მდებარეობს.
თავდასხმა დღეს, გამთენიისას მოხდა და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი ბილ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ.