დღეს, 13 მაისს 12:00 საათზე, ანაკლიაში, ჩაის მრეწველობაში არსებული მდგომარეობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ჩაის მწარმოებლები, პარლამენტის წევრები, გურიისა და სამეგრელოს გუბერნატორები, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ცინცაძე დაესწრებიან.