ლიტვამ რუსული გაზს შემცვლელი უპოვა, ამის შესახებ განცხადება ლიტვის ენერგეტიკის მინისტრმა არვიდას სიანმოკასმა გააკეთა. მინისტრის თქმით, ამერიკული Cheniere Energy მზადაა ლიტვას გაზი რუსულ „გაზპრომზე" სამჯერ იაფად მიყიდოს.
მისივე ინფორმაციით, Cheniere Energy-მ ლიტვურ Klaipedos nafta-გაზის მიწოდების თაობაზე პროტოკოლი უკვე გააფორმა.
UBS ანალიტიკოსის კონსტანტინ ჩერეპაევის თქმით, დღეს ამერიკული გაზი უფრო იაფია ვიდრე გაზის ფასი ევროპაში. (მარტის მონაცემებით ათასი კუბ-მ ამერიკული გაზის ღირებულებამ 150 დოლარი შეადგინა).
ამერიკული გაზის ტრანსპორტირებისას მოსალოდნელი დანაკარგების მიუხედავად, ლიტვისთვის Cheniere Energy-ის გაზი უფრო იაფია, ვიდრე რუსული გაზის ტარიფი. პირველ კვარტალში ევროპისათვის რუსული გაზის ღირებულებამ საშუალოდ 350-370 დოლარი შეადგინა.
Cheniere Energy ფიქალ გაზს კლაიპედას ტერმინალს მიაწევდის, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყო. ტერმინალი ექსპლუატაციაში სამ წელიწადში შევა და საწყის ეტაპზე მისი სიმძლავრე 1,5-2,2 მლნ. ტონა (2-2,9 მლრდ. კუბ/მ) იქნება, რომელიც შემდგომ კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა ლიტვის მოთხოვნილება გაზზე სრულად დააკმაყოფილოს. დღეისათვის ლიტვა წელიწადში 3 მლრდ. კუბ/მ გაზსს მოიხმარს.