ნატოს გენერალური მდივანი რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. ანდერს ფოფ რასმუსენმა ამის შესახებ საქართველოზე საუბრისას განაცხადა. მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე აშშ-ში ჯონ ფოპკინსის უნივერისტეტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
ასმუსენმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა, მისი თქმით, ალიანსის გადაყწვეტილრებაზე იმის შესახებ, თუ ვინ იქნება ამ ორგანიზაციის წევრი ალინსის არც ერთ არაწევრ ქვეყანას არა აქვს ვეტოს დადების უფლება.
"ჩვენსა და რუსეთს შორის არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და საქართველო ერთ ერთი ასეთი საკითხია. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არ ვაღიარებ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს და მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულბები.
ჩვენ საკმაოდ აქტიური დიალოგი გვაქვს რუსეთთან საქართველოს საკითხზე. რუსეთი სკეპტიკურად უყურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკას. მოსკოვში ზოგს მიაჩნია, რომ ნატოს გაფართოება რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. ამას არ ვეთანხმები, პირიქით, ის ფაქტი, რომ ჩვენს ალიანსში გავაწევრიანეთ რამდენიმე ქვეყანა აღმოსავლეტ და ცენტრალური ევროპიდან ხელს უწყობს სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან.
ის რისთვისაც რუსეთი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ღია კარის პოლიტიკით შესაძლებელი გავხადეთ და ევროპის ამ ნაწილში სტაბილურობას და წინსვლას შევუწყვეთ ხელი.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ აღნიშნული ქვეყნები ევროკავშირის წევრებიც გახდნენ", _ აცხადებს ანდერს ფოგ რასმუსენი.