დღეს, 13 მაისს, ირინა ენუქიძის სახელობის მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლებმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, მოძრაობის მიზანია იმ პირებს გაუწიონ სამართლებრივი დახმარება, რომელთაც შვილები დაუხოცეს, ან უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.
მათი თქმით, მოძრაობის წარმომადგენლები დაზარალებულებს ასწავლიან, როგორ უნდა იბრძოლონ სამართლიანობის მისაღწევად.