დედამიწაზე ახალი კლიმატური ეპოქა დადგა. ჯერ არავის შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ უახლოეს მომავალში როგორი იქნება დედამიწაზე კლიმატი. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ის ვითარება, რომ წამყვანი მეცნიერი კლიმატოლოგები ხშირად აპელირებენ წარსულზე.
რაც შეეხება 2011-2012 წლებს, იქნება გარდატეხა ე.წ. კვანტურ ევოლუციურ ნახტომში, რომელიც დაიწყება მიმდინარე წლის ნოემბერში და დასრულდება 2013 წლის პირველ ნახევარში.
დედამიწა აქტიურად იცვლის ვიბრაციულ სიიხშირეს, რის გამოც ადამიანებს სულ უფრო მეტად უჩნდებათ გაღიზიანების მომენტები, მწვავდება ქრონიკული დაავადებები. განსაკუთრებულ გავლენას კლიმატური ცვლილებები იწვევს ადამიანის ფსიქიკაზე, რაც, თავის მხრივ, აგრესიის განმაპირობებელია.
სეისმოლოგები აკეთებენ გაფრთხილებებს ახალ მიწისძვრებთან დაკავშირებით. მეცნიერებმა ცუნამის წარმოქმნის საშიშროება ხმელთაშუა ზღვაშიც კი იწინასწარმეტყველეს.
მიმდინარე წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ამინდმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ის ისეთივე არ არის როგორიც ადრე. მაგალითისთვის: პოლონეთსა და რუმინეთში მოვიდა თოვლი; ამერიკაში - დამანგრეველი შტორმი და 362 ტორნადო; იტალიასა და ესპანეთში - ანომალიური სიცხეა, ხოლო ციმბირში უკვე ზაფხული დადგა; ტაილანდში მუსონების სეზონი ივნისის ნაცვლად აპრილში დაიწყო; დიდ ბრიტანეთში უჩვეულოდ მშრალი და თბილი ამინდია, რაც ტყის ხანძრების მიზეზი გახდა; გასული ზამთარი არქტიკაში 5 გრადუისით თბილი აღმოჩნდა.
ჰიდრომეტეოროგები მიიჩნევენ, რომ კლიმატის ცვლილების მიზეზი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გოლფსტრიმის თბილის დინების 8 მილით გადაადგილება გახდა.
ნასას ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ანომალია უშუალოდ უკავშირდება ტემპერატურის გლობალურ მომატებას. ბოლო 20 თვის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურა უფრო მაღალი იყო, ვიდრე გასული 130 წლის განმავლობაში. 2010 წლის იანვარ-აპრილში ტემპერატურა აბსოლუტურ სარეკორდო მაჩვენებელს მიაუხლოვდა.
"მათემატიკური მოდელები აჩვენებს, რომ ტემპერატურა შემდგომშიც გაიზრდება", - განაცხადა "ნასას" ხელმძღვანელმა ჯეიმს ჰანსენმა.