აზერბაიჯანში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის როლანდ კობიას ინფორმაციით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა შენარჩუნდეს. სააგენტო "ტრენდის" ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში დგას. ჯერ კიდევ არის შანსი, რომ ასეთი პოზიცია შენარჩუნდება", _ აცხადებს კობია.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ რიგ რეგიონებში ევროკავშირის წარმომადგენლის თანამდებობა გაუქმებულიყო. მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში - "ე.წ. გაყინული კონფლიქტების კერებში". ეშტონის წინადადების მიხედვით, სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა შესაძლოა ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურთან გაერთიანდეს.