ნაკლებად განვითარებული ადამიანები, რომლებსაც ნაკლები კვალიფიკაცია აქვთ, უფრო სწრაფად ბერდებიან. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სპეციალისტები. გამოკვლევაში მონაწილეობა 400 ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ ბი-ბი-სი იტყობინება.
ბრიტანეთის კარდიოლოგიის ასოციაციის მკვლევართა თქმით, ადამიანებს განათლება ბევრად უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისკენ უბიძგებს. ადამიანები, რომლებიც ღარიბულ კვარტლებში ცხოვრობენ, უფრო მეტს ეწევიან და ნაკლებად ვარჯიშობენ. ამასთან, მათ სრულყოფილი ჯანდაცვის მიღების შესაძლებლობა არა აქვთ.
პროფესორი ჯერემი პეარსონი აცხადებს, რომ განათლებული ადამიანები უფრო იოლად სძლევენ სტრესს.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ენდრიუ სტეპტოიმ მოხალისეებისგან სისხლის ანალიზი აიღო. ექსპერიმენტში 53-იდან 75 წლამდე მოხალისეები მონაწილეობდნენ.
კვლევის მიზნით დნმ-ის ნაწილი გაზომეს, რომლებიც ქრომოსომის დაბოლოებებზე მოიპოვება. ეს ნაწილები ტელომერებად იწოდება. ტელომერი ქრომოსომების დნმ-ის ბოლოში არსებული ნუკლეოტიდების შედარებით მოკლე თანმიმდევრობაა. აღმოჩნდა, რომ ნაკლები განთლების მქონე ადამიანებს ბევრად უფრო ვიწრო ტელომერი ჰქონდათ, რაც ნიშნავს, რომ მათთან სიბერე უფრო იოლად აღწევდა.