მიკი რურკს, ქრისტოფერ უოკენს, სემ როკუელსა და კოლინ ფარელს გადაიღებენ ფილმში "შვიდი ფსიქოპატი".
სურათის შემქმნელები აცხადებენ, რომ კინოფილმი "შავი კომედია" იქნება. წინასწარი ინფორმაციით, ფარელი შეასრულებს მწერლის როლს, რომელიც ამავე დასახლების წიგნზე ("შვიდი ფსიქოპატი") მუშაობს. უოკენი და როკუელი კი მისი მეგობარი უცნაური ადამიანების როლს შეასრულებენ.
ეს სამეული განგსტერის ძაღლს ერთობლივად გაიტაცებს. ძაღლის მფლობელს მიკი რურკი განასახიერებს.
სურათის სცენარისტი და რეჟისორია მარტინ მაკდონახი. უფრო ადრე იგი კოლინ ფარელთან თანამშრომლობდა.