ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე ქვეყნის ისტორიაში მმართველობის ხანგრძლივობით მეორე მონარქი გახდა და მე-18 საუკუნეში მმართველ მეფე გეორგ მესამეს გაუსწრო. ამის შესახებ Guardian-ი იტყობინება.
გეორგ მესამე 59 წლისა და 109 დღის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, რაც, მთლიანობაში, 21 644 დღეს შეადგენს. ელიზაბეტ მეორემ მას ერთი დღით გადააჭარბა და მისმა მმართველობამ 21 645 დღე შეადგინა.
ელიზაბეტს მხოლოდ ერთი მონარქი უსწრებდა, ისიც მისი ბებია ვიქტორია იყო, რომლის მმართველობაც ისტორიაში "ვიქტორიანული ეპოქის" სახელწოდებით შევიდა.
იმისთვის, რომ დედოფალ ვიქტორიას გაუსწროს, რომელიც 18 წლის ასაკში ავიდა ტახტზე, ელიზაბეტ მეორეს ბრიტანეთის მონარქიის სათავეში ყოფნა 2015 წლის სექტემბრამდე მოუწევს.
გეორგ მესამე სამეფოს 1760-იდან 1820 წლამდე მართავდა. ამ პერიოდში ბრიტანეთმა ამერიკული კოლონიები დაკარგა, რომლებიც აშშ-ის შტატებად გადაიქცა. სოფლის მეურნეობისადმი სიყვარულის გამო გეორგს მეტსახელად "ფერმერი" უწოდეს.