ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი თემურ ხუბულური "ქართული პარტიაში" გაწევრიანდა. იგი ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა წარუდგინა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, იგი თემურ ხუბულურზე იმედებს ამყარებს. სუბარის თქმით, თემურ ხუბულური ის ადამიანია, რომელიც "ქართულ პარტიასთან" ერთად ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და დემოკრატიის მშენებლობისთვის იბრძოლებს.
თავის მხრივ, ხუბულური აცხადებს, რომ, როცა ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და ადამიანებს ქონებას ართმევენ, ამ ყველაფრისთვის მშვიდად ყურება შეუძლებელია.