კონსალტინგურმა კომპანია Knight Frank მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალაქების ნუსხა გამოაქვეყნა. 40 კანდიდატრს შორის პირველ ადგილზე ნიუ-იორკი, მეორეზე ლონდონი, მესამეზე პარიზი, მეოთხეზე ტოკიო, ხოლო მეხუთე ადგილზე ბრიუსელი გავიდა.
რეიტინგის მიხედვით მე-12 ადგილზე ვაშინგტონი, 21- ე ადგილზე კი მოსკოვი, ხოლო სტამბული 27-ზე ადგილზე გვიდა. ორმოც გავლენიან ქალაქს შორის ბოლო, მე- 40 ადგილზე იოჰანესბურგი მოხვდა.
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო ამ ქალაქების პოლიტიკური გავლენა, ეკონომიკური აქტიობა, ცხოვრებისა და კულტურული განვითარების დონე.
ანალოგიურ რეიტინგს კომპანია Knight Frank-ი 2008 წლიდან აქვეყნებს.