ხვალ, 13 მაისს, პარლამენტში ჩერქეზების გონოციდის აღიარების საკითხებზე მომზადებული სამეცნიერო დასკვნას განიხილავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს საშუალება მიეცემათ კომისიის მიერ შემუშავებული სამეცნიერო დასკვნას გაეცნონ, რომელსაც აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლები და კავკასიის საკითხებში ექსპერტები დაესწრებიან.
"სამეცნიერო დასკვნის მომზადება უკვე დასრულებულია. მართალია შუალედური დასკვნების გაცნობის საშუალება დეპუტატებს პერიოდულად ეძლეოდათ, თუმცა ვფიქრობ, რომ საბოლოო ვარიანტის უკეთ შესასწავლად დეპუტატებს დრო უნდა მიეცეთ, რის შემდეგაც მოვიწვევთ კომიტეტის სხდომას და უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას მიეცემა თუ არა საკითხს პოლიტიკური გაგრძელება", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისივე განმარტებით, ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანის გადაწვეტილება კავკასიის საკითხთა კომიტეტმა უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ქართველი კანონმდებლებმა უნდა მიიღონ გადაწვეტილება აღიარებს თუ არა რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩერქეზული ეთნოსის გენოციდი.
ამასთან, ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ საკითხის ინიცირება შესაძლოა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდეც მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების თხოვნით საქართველოს პარლამენტს, როგორც ჩერქეზმა მოსახლეობამ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩერქეზულმა დიასპორებმა მიმართეს.