ქუთაისში, სამი დღის განმავლობაში, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის თბილისისა და რეგიონების წარმომადგენელთა შეკრება მიმდინარეობდა. სემინარზე, რომელიც აშშ-ს რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით გაიმართა, ქვეყანაში ახალგაზრდობისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, ჩაატარეს სტუდენტების კვლევა და განსაზღვრეს სამომავლო გეგმები.
სემინარის ბოლო დღეს, ახალგაზრდა „ქრისტიან-დემოკრატებთან" ერთად, სამუშაო შეხვედრაში გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი მონაწილეობდნენ. „ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა და პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე გელათის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერებით აღნიშნეს.