13-14 მაისს 22.00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდის "ხელოვანები თანადგომისთვის" ორგანიზებით, თბილისის `ივენთ ჰოლ"-ში განახლებული პროექტი "ასსა " გაიმართება.
კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა წეროვანის ხელოვნების სკოლას მოხმარდება. მათი სურვილის გათვალისწინებით, სკოლას რამდენიმე წრე შეემატება.
ცნობისთვის, ანსამბლი ხშირად ატარებს საქველმოქმედო კონცერტებს, მოცეკვავეები უფასოდ ასწავლიან ცეკვას წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს. თუმცა "ასსა"-ს სუხიშვილები პირველად წარმოადგენენ საქველმოქმედო მიზნით.
"ხელოვანები თანადგომისთვის" ფონდის ეგიდით საქართველოში ფუნქციონირებს 12 ხელოვნების სკოლა, სადაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილი ბავშვები ხელოვნების სხვადასხვა დარგებს უფასოდ სწავლობენ. სკოლებში დასაქმებულნი არიან დევნილი მასწავლებლებიც.