"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, "სახალხო კრებაში" საქართველოში არსებილი აბსოლუტურად ყველა პარტიაა წარმოდგენილი.
"არ არის არც ერთი პარტია, რომლის საშუალო თუ რიგითი წევრებიც არ იყვნენ გაწევრიანებულნი სახალხო კრებაში,.. აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტიიდან არიან ჩვენთან წარმომადგენლები. ბევრი მათგანი გვთხოვს არ დავასახელოთ საკუთარი სახელები და გვარები, რადგან ანგარიშს უწევენ თავიანთ პარტიებს, მაგრამ ასევე ამბობენ, რომ თუ ეს პარტიები 21 მაისს საკუთარი ხალხის გვერდით არ დადგებიან, ისინი ხმამაღლა გააკეთებენ განცხადებას", - განაცხადა ბურჯანაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ "სახალხო კრებას" "თავისუფალი დემოკრატების" მთელი ხაშურის ორგანიზაცია და "რვიანში" შემავალი ერთ-ერთი ძალის გორის ორგანიზაცია შეუერთდა.