იტალიელმა რეჟისორმა ბერნარდო ბერტოლუჩიმ კანის ფესტივალის საპატიო პრემია მიიღო.
71 წლის რეჟისორს ოქროს პალმის რტო ფესტივალის დირექტორმა ჟილ ჟაკობმა გადასცა.
თავის მხრივ, ჯილდოს მიღებისას რეჟისორმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია, ჯილდო ყველა იტალიელ რეჟისორს გაუნაწილოს, რომელთაც ბრძოლის ენერგია ჯერ კიდევ შემორჩათ.
ამ დროისთვის ბერტოლუჩი სამგანზომილებიან სურათზე მუშაობს, სახელწოდებით "მე და შენ".
ბერტოლუჩიმ სახელი გაითქვა ფილმებისთვის "უკანასკნელი ტანგო პარიზში" და "მეოცნებენი".
შეგახსენებთ, კანის 64-ე კინოფესტივალი 11 მაისს ვუდი ალენის ფილმით "შუაღამე პარიზში" გაიხსნა.