ჩინეთი სირიის სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში უცხო ძალების ჩარევის წინააღმდეგია. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ცზიან იუიმ განაცხადა.
"სირია მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ახლო აღმოსაველთში. იმედი გვაქვს, რომ ამ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდება, ასევე მხარეებს მიეცემათ განსხვავებული აზრის გამოთქმისა და პოლიტიკური დიალოგის საშულება, რომ თავიდან აიცილონ სისიხლისღვრა", - აღნიშნა დიპლომატმა.
ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იმდი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ახლო აღმოსავალეთში სტაბილურობის დასამყარებელად კონსტრუქციულ როლს შეასრულებს.
"ვთვლით, რომ სირიის შიდა საქმებში გარე ძალები არ უნდა ჩაერივნენ, რათა ეს არ გახდეს სიტუაციის გამწვავების ფაქტორი", - აღნიშნა მან.