იტალიის მთავრობამ, ვულკან "ეტნას" გაღვიძების გამო, დღეს ქალაქ კატანიას (კუნძული სიცილია) აეროპორტი დაკეტა. ვულკანიდან დიდი რაოდენობის ლავისა და ფერფლის ამოფრქვევა დაიწყო, რომელმაც კატანიამდეც მიაღწია. აეროპორტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა და აეროპორტის მმართველმა კომპანია კომანია Fontanarossa-მ მიიღო.
სპეციალიზრირებული მანქანები ცდილობენ აეროპრტის მიმდებარე ტერიტორიის ფერფლისგან გაწმენდას. სამუშაების დასრულების შემდეგ აეროპორტი ისევ გაიხსნება და ფრენები აღდგება.
ექსპერტების შეფასების ეტნას მდგომარეობა ნორმალურია. ვულკანმა გამოღვიძება 2011 წლის 13 იანვარს დაიწყო.