ბრიტანული გაზეთის "დეილი მირორის" ინფორმაციით, არაა გამორიცხული, ოსამა ბინ ლადენის 20 წლის ვაჟი ჰამზა, პაკისტანში საკუთარი მამის რეზიდენციიდან სამხედრო ოპერაციის დროს გაიქცა.
ეს ინფორმაცია ბინ ლადენის სამმა ცოლმაც აღიარა. მათი თქმით, ჰამზა 1-ელ მაისს რეზიდენციის აღების შემდეგ აღარ უნახავთ. გავრცელებული ცნობით, ჰამზა ნომერ პირველი ტერორისტის ყველაზე სანდო პირად ითვლებოდა.
სპეცსამსახურებთან დაახლოებული გაზეთის უცნობი წყარო იტყობინება, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი უაღრესდ საშიშია. "თუ ის გაქრა, იგი უთუოდ შურისძიებას დაიწყებს და შესაძლოა, "ალ-ქაიდას" მთავარი ფიგურაც გახდეს. თუ ის რეზიდენციაში იმყოფებოდა და მოგვიანებით დაიმალა, ეს ნიშნავს, რომ ბინ ლადენის შვილი დიდი ნდობით სარგებლობს მთელ სისტემაში", -აღნიშნავს გაზეთის წყარო.
ჯერ კიდევ 2008 წელს ერთ-ერთ რადიკალურ ვებ-საიტზე ვიდეორგოლი გამოჩნდა, რომელზეც ჰამზა ლექსს კითხულობდა. ლექსის დედააზრი იყო, რომ უნდა განადგურდეს აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრტანეთი და დანია. ვიდეორგოლი ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის სამი წლისთავს ეძღვნებოდა.
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, 2007 წელს ჰამზა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ ბენაზირ ბჰუტოს თავდასხმაშიც მონაწილეობდა.