"საქართველოს უნივერსტიტეტის" რექტორი "რესპუბლიკური პარტიის" ბრალდებებს პასუხობს.
მანანა სანაძე უნივერსიტეტში "ელიტარული" კორუფციის არსებობას კატეგორიულად უარყოფს და თინა ხიდაშელს სიცრუეში ადანაშაულებს.
"განსხვავებას პიროვნულ და ინსტიტუციურ მფლობელობას შორის იურისტი მაინც უნდა არჩევდეს. ამბობენ პოლიტიკოსები ხშირად იტყუილებიანო, მაგრამ ცოტა ნიჭიერად უნდა იტყუებოდეს ადამიანი და რაღაც მაინც უნდა იყოს სიმართლე", - აცხადებს "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორი.
შეგახსენებთ, რომ "რესპუბლიკური პარტიის" მტკიცებით, "საქართველოს უნივერსიტეტში" ელიტარული კორუფცია არსებობს. პარტიის ლიდერმა თინა ხიდაშელმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ "დიდი პრივილეგიებით" სარგებლობის დამადასტურებელი რამდენიმე დოკუმენტიც წარმოადგინა.