ესპანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
ესპანეთში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ ნათბილაძის განცხადებით, საელჩო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
"ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებისთვის საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს", - აცხადებს ქართველო დიპლომატი.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალაქ ლორკაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც ამ დროის ინფორმაციით, 10 ადამიანი ემსხვერპლა.