დღეს საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ შვანცერბერგის ხელმძღვანელობით ჩეხეთის დელეგაცია ჩამოვა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დელეგაციაში შემადგენლობაში მთავრობის გარდა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც იქნებიან წარმოდგენილნი.
ვიზიტის ფარგლებში, ხვალ 13 მაისს ქართულ-ჩეხური ბიზნესფორუმი გაიმართება.
ბიზნესფორუმის გარდა, ხვალვე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თავად ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.