ნიუ-იორკის რაიონულ სასამართლოში დიმიტრი ფორტაშის წინააღმდეგ საკუთარი სარჩელის განხილვას იულია ტიმოშენკო თავად დაესწრება.
"გამომძიებლებისგან მოვითხოვ, რათა გაუსვლელობის ხელწერილის მიუხედავად, მაინც გამიშვან. სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ გამომძიებლები უცხოეთში გამგზავრების შესახებ საქმის კურში უნდა ჩავაყენო",_აღნიშნა ტიმოშენკომ.
ტიმოშენკოს თქმით, მის გარდა ფირტაშის წინააღმდეგ სარჩელს რაიონულ სასამართლოში ხელს მისი ბლოკის კიდევ 17 დეპუტატი აწერს, რომელთა გვარებიც არ კონკრეტდება.
ამასთან, ტიმოშენკო აცხადებს, რომ, თუ ნიუ-იორკის სასამართლო დაამტკიცებს, რომ "ნეფტოგაზი" და "როსუკრენერგო" ერთმანეთთან შეთქმულნი იყვნენ, ეს ჯარიმის დაკისრებას გამოიწვევს.
"თუ აშშ შეთქმულებას დაადასტურებს, ეს სამმაგი ოდენობის ჯარიმის გადახდას ნიშნავს",_აღნიშნა ტიმოშენკომ.
შეგახსენებთ, იულია ტიმოშენკომ სარჩელი ნიუ-იორკის სასამართლოში სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ 2010 წლის გადაწყვეტილების საპასუხოდ შეიტანა.
საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ 2010 წლის გადაწყვეტილების თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში "ნეფტეგაზმა" "როსუკრენერგოს" 12,1 მილიარდი კუბომეტრი ბუნებრივი გაზი დაუბრუნა.