ლიტვის პროკურატურა რუსეთის თანამდებობის პირებს თხოვნით მიმართავს და მათ 1991 წლის 13 იანვარს ვილნიუსის ტელეანძასთან მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის ექს-პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის დაკითხვას სთხოვს.
"გენპროკურატურის პროკურორებმა მოამზადეს და რუსეთის ფედერაციას გადაუგზავნეს თხოვნა სამართლებრივ დახმარებასთან დაკავშოირებით, რომელიც საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვას ეხება", _ ნათქვამია გენპროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
1991 წლის 13 იანვარს ვილნიუსში სპეცდანიშნულების რაზმმა ხელში ტელეანძა ჩაიგდო, ამის შემდგე საბჭოთა არმიამ იერიში მიიტანა ვილნიუსის ტელეცენტრსა და ტელეგრაფზე. შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
მიმდინარე წლის იანვარში ლიტვის თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნიავიჩენემ განაცხადა, რომ ლიტვას იმედის აქვს, რომ ამ მოვლენებისა და ადამიანების გარდაცვალების გამო რუსეთისგან კომპენსაციას ამიიღებს.
"ისევე როგორვ გერმანია უხდის კომპენსაციას სხვა და სხვა ხალხებს იმის გამო, რაც იქნა გაკეთებული ათწლეულების წინ და მე მიმაჩნია, რომ სამართლიანი სახელმწიფოების სამართლიანი ხელმძღვანელები ამავე პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ",_ განაცხადა მინისტრმა კითხვაზე პასუხის გაცემისას ელის თუ არა ლიტვა რუსეთისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ან კომპენსაციას 1991 წლის 13 იანვარს განვითარებული მოვლენების გამო.
თუმცა, მისივე თქმით, ჯერ "სამართლიანობამ უნდა იზეიმოს".
"ყოველთვის მიკვირს, როდესაც რუსეთის ოფიციალური პირებისგან იმის აღიარებაც არ არის, რომ იმ მოვლენებში ბრალდებულები სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ. ჩვენი პროკურატურა მუშაობს იმაზე, რომ რუსეთისგან იურიდიულ დახმარებას მივაღწიოთ - უნდა ვიპოვოთ ისინი, ვინც ეს გააკეთა, ვინც მოკლა ადამიანები რათა სამართლიანობამ იზეიმოს. ეს ყველაზე მთავარია", _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ვილნიუსის საოლქო სასამართლომ გუშინ ყოფილ საბჭოელ ომონელს კონსტანტინე მიხეილოვს განაჩენი გამოუტანა 1991 წელს ლიტვისა და ბელორუსის საზღვაზე მიადინიკაის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ლიტვის თანამდებობის პირების მკვლელობის გამო. ეს მოსკოვისა და ვილნიუსს შორის ურთიერთობების დაძაბვის დროს მოხდა, მაშინ როდესაც ლიტვის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ლიტვის სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით მკვლელობის თანამონაწილენი ასევე არიან ყოფილი საბჭოეთის ძალოვანი სტრუქტურები.