მახათას მთაზე ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის საძირკველს აკურთხებენ. მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აკურთხებს.
ყოვლად წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოდან ფონდ, "ივერიისა" და ახალგაზრდულ მოძრაობა "დავითიანნის" ორგანიზებით დღეს 15:00 საათზე დაიწყება ფეხით მსვლელობა მახათას მთისკენ.
სამონასტრო კომპლექსის საძირკველის კურთხევა 18:00 საათზე დაიწყება. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ერთად, მსოფლიო პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენლებიც იქნებიან.
ტაძრის საძირკველის კურთხევას ასევე დაესწრება მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე.