საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკის მინისტრის მუშაობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ვერა ქობალიამ უწყება გამოაცოცხლა.
"ეკონომიკის მინისტრმა მთლიანად გამოაცოცხლა სამინისტრო. თავიდანვე ყველას ვაფრთხილებდი, რომ არ მოეტყუებინათ მის სანდომიან გამოხედვას, რადგან ვერას კბილები აქვს უფრო დიდი, ვიდრე დელფინს, რომელსაც, როგორც ზოგიერთები ამტკიცებდა, მე თავი ხახაში ჩავუყავი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ, საუკეთესო ბიზნესმენთა დაჯილდოებაზე.
მისივე განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროში ვერა ქობალიას მისვლის შემდეგ ახალი სულისკვეთება გაჩნდა, თავად მინისტრი და უწყების თანამშრომლები კი "დღე და ღამე მუშაობენ, აშენებენ და რაღაც ახლისკენ მიისწრაფიან".