12 მაისს ფოტოკონკურს "ქოლგას" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. მათ კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. ჟიურის წელს გერმანელი ფოტოგრაფი ვოლფგანგ ცურბორნი და ფოტოკრიტიკოსი - თინა შელჰორნი არიან. თბილისის მერიამ სპეციალური საპრიზო ფონდი - 5000 ლარი დააწესა, რომელიც კონკურსის გამარჯვებულებზე გადანაწილდება.
10 მაისს ფოტოკონკურს"ქოლგას"გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო. ფოტოკონკურსის საიუბილეო მეათე საზეიმო გახსნის ცერემონია სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალში" გაიმართა. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, წლევანდელი ფოტოკონკურსი განსხვავებულია იმდენად, რამდენადაც მან საერთაშორისო ხასიათი მიიღო.
"კონკურსში ბევრი უცხოელი ფოტოგრაფი მონაწილეობს, ჟიურიც უცხოელებისაგან შედგება და, რაც მთავარია, ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევრებია წარმოდგენილი, როგორც აზიის, ასევე ევროპის ქვეყნებიდან",_აღნიშნა უგულავამ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 25 მარტს დასრულდა. მონაწილეთა რაოდენობამ საქართველოდან 300, ხოლო უცხოეთიდან 50 კონკურსანტი შეადგინა. კონკურსში სულ 4500 ფოტო იქნა წარმოდგენილი. დასკვნით ეტაპზე ნამუშევრების რაოდენობა 101-ით განისაზღვრა.
შეგახსენებთ, ფოტოკონკურსი "ქოლგა" თბილისის მერიისა და თიბისი ბანკის ორგანიზებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კომპანია ფოტოსამყაროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, რადიო უცნობის, გაზეთ პრაიმთაიმისა და სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალის" მხარდაჭერით ტარდება.