Budget Travel-ის ტურისტულმა პორტალმა შესაბამისი სია შეადგინა, რომლითაც ირკვევა, რომ დედამიწის 10 ღირშესანიშნაობა გაქრება. ამის შესახებ სი-ენ-ენ-ი იუწყება.
ტურისტების მოზღვავება დაღუპვას უქადის ისედაც გაქრობის პირას მყოფ მსოფლიო ღირშესანიშნაობებს.
ბელიზის ბარიერული რიფი ჯერ კიდევ 1998 წელს დაზიანდა. კონგოლეზის დაბლობზე _ ამაზონის შემდეგ ჯუნგლების მეორე ყველაზე მასიურ ტერიტორიაზე კი უნიკალური ფლორისა და ფაუნის ორი მესამედი გაქრება, თუკი მის დასაცავად შესაბამის ზომებს არ მიმართავენ. ამ ადგილებში ტყეებს უზომოდ ჩეხენ, რათა საძოვრები და შახტები მოაწყონ.
მკვდარ ზღვასაც საფრთხე ემუქრება. მკვდარ ზღვას წყლით მხოლოდ მდინარე იორდანე ამარაგებს. თუმცა მის გარშემო მდებარე ქვეყნები მკვდარი ზღვიდან სულ უფრო მეტ წყალს იღებენ. ამის გამო 50 წლის შემდეგ მკვდარი ზღვა აღარ იარსებებს.
მადაგასკარიც საფრთხის ქვეშაა. თუკი ამ აფრიკული სახელმწიფოს ტყეებს არ გადაარჩენენ, ისინი 35 წლის შემდეგ სრულიად განადგურდება, მათი მცხოვრებლები კი დაიღუპებიან.
გლობალური დათბობის გამო ანტარქტიდის საიმპერატორო პინგვინების 80%-ს გადაშენება ემუქრებათ. არქტიკაში კი განადგურება ემუქრებათ თეთრ დათვებს.
ვეფხვების თითქმის ნახევარი ინდოეთში ცხოვრობს. მსოფლიოში სულ 3200 ვეფხვი შემორჩა, მაშინ, როცა 1900 წელს მხოლოდ ინდოეთში მათი რიცხვი 100 ათასს აღწევდა.