ირაკლი ალასანია დღეს ბერლინში გერმანიის საგრეო ურთიერთობათა კვლევის ცენტრში სიტყვით გამოვიდა. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა საქართველოს საგარეო საფრთხეებსა და საშინაო გამოწვევებზე ისაუბრა. ირაკლი ალასანიამ განსაკუთრებული აქცენტი საარჩვნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე გააკეთა.
"საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკიდრდეს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა. ამისათის პირველ რიგში უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო. მე დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ერთსულოვნებით და ამ პროცესისადმი საერთაშორისო მხარდაჭრის გაძლიერებით ჩვენ მივაღწევთ ამ მიზანს", - განცხადა ირაკლი ალასანიამ
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ხვალ, 12 მაისს, ბერლინში ანგელა მერკელის მრჩეველს საგარეო საკითხებში კრისტოფ ჰოისგენს შეხდება. ირაკლი ალასანია შეხვედრებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბუდესტაგში.