"ამ სეზონზე არავითარი საშიში ინფექციური გადამდები დაავადება არ გვემუქრება",_აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების განყოფილების უფროსი შოთა ცანავა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
ცანავას თქმით, მიმდინარე პერიოდში მხოლოდ ცალკეული ალერგიული გამოვლინებებია მოსალოდნელი.
"ზაფხულში კი, შესაძლოა, ლეიშმანიოზის ცალკეული შემთხვევა დაფიქსირდეს, რაც მასობრივი არ იქნება. ამ დაავადების გადამტანნი
მოსკიტები _ პატარა წყვილფრთიანი სისხლისმწოველი მწერები არიან.
ზაფხულში ეპიდემიას არ ველით",_აღნიშნა ცანავამ.
მისივე თქმით, კოღოები უკვე ივნის-ივლისიდან სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდამდე გამოჩნდებიან, თუმცა ესეც ამ სეზონისთვის დამახასიათებელია და მოსახლეობა არ უნდა შეშინდეს.