ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის შპს „სერვისი 2007"-ის ხელმძღვანელი ზურაბ ყოჩიაშვილი დააკავა.
საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს.
დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელს ბრალს 182-ე მუხლის მეორე ნაწილით და 341-ე მუხლით წაუყენებენ, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და დოკუმენტების გაყალბებას ითვალისწინებს.
საგამოძიებო სამსახური უწყებაში სამი თვის წინ შევიდა.
შეგახსენებთ, პროტესტის ნიშნად მეეზოვეებმა ორიოდ თვის წინ დედოფლისწყაროში ცოცხები დაყარეს და ქალაქის დასუფთავებაზე დროებით უარი თქვეს.