რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კურილიის კუნძულებზე მდებარე სამხედრო შენაერთის გაძლიერებას იწყებს. კურიიის კუნძულებზე არსებული დაჯგუფების გადაიარაღების გეგმა რუსეთის მთავრობამ უკვე დაამტკიცა და იგი განხორციელებას 2011 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა გააკეთა.
"თავდაცვი სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმა კურილიის კუნძულებთან მიმართებაში დამტკიცებულია. გეგმა დაახლოებით ოთხ-ხუთ წელიწადზეა გაწერილი და მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ჩვენ იქ ორი სამხედრო ქალაქის აგებას ვგეგმავთ. სამხედრო ქალაქების მშენებლობას კი მომავალ წელს დავასრულებთ", _ განაცხადა მაკაროვმა.
მისივე თქმით, სამხედრო ქალაქები იტურუპისა და კუნაშირის კუნძულებზე აშენდება და იქ მე-18 მოტომსროლელი -საარტილერიო დივიზიის ნაწილები განთავსდება.