ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ეპიდემიოლოგი მაია ცინცაძე აცხადებს, რომ აივ-ინფექციის გამომწვევ მიზეზთა შორის, როგირც წესი, ნარკოტიკის ინექციის მოხმარება პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე კი ჰეტეროსექსუალური შემთხვევებია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მაია ცინცაძე აღნიშნავს, 2011 წლის 10 მაისის მონაცემებით, რეგისტრიტრებული შემთხვევები განსხვავებულია. კერძოდ, აივ-ინფექციის 142 ახალი შემთხვევიდან პირველი ადგილი ჰეტეროსექსუალურ კონტაქტებს უჭირავს და 78 შემთხვევა ფიქსირდება, ნარკოტიკის გზით დაავადების გავრცელება რეგისტრირებულთა 40 -ზე მოდის, ჰომოსექსუალური გზით დაავადება კი რეგისტრირებულთა 5%-ს აღენიშნება.
მაია ცინცაძის თქმით, მთლიანობაში, ოფიციალური მონაცემებით, ამ ვირუსით დასნეულებული 2833 რეგისტრირებული პირია, მათგან შიდსი 1596-ს განუვითარდა, 619 კი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, საქართველოში შიდსის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტის დაღუპვის მიზეზი ამჯერადაც დაგვიანებული მკურნალობა გახდა. გარდაცვლილი 59 წლის მამაკაცი იყო. მას ღვიძლიც აწუხებდა, რამაც მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება გამოიწვია.