საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკული იარაღის მიწოდებისათვის იღწვის. ამერიკული ჟურნალის "ატლანტიკის" ინფორმაციით, საქართველო ხაზს უსვამს, რომ თავდაცვითი იარაღის მიღება სურს და თავისი მოთხოვნების მოტივირებას "რუსული საფრთხის" არსებობით ხსნის.
აღნიშნული გამოცემა ასევე წერს, რომ აშშ-დან იარაღის მიღებისათვის "მხოლოდ გასულ წელს დაახლოებით 1,5 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, იმისათვის რათა ვაშინგტონის ოთხი წამყვანი ლობისტური ფირმების მომსახურების თანხა გადაეხადა - ეს კი გაცილებით უფრო მეტია ვიდრე სხვა ქვეყნების გადახდილი თანხა საქართველოსთან შედარებით".
აშშ-ს კონგრესში ამ კამპანიაში ფაქტობრივად ჩართულია სენატორი ჯონ მაკკეინი, ხოლო თავისი სიმწვავით იგი მიმართულია აშშ-ს სახელმწიფომ დეპარტამენტისაკენ, რომელიც თითქოს "უზრუნველყოფს ფაქტობრივი ემბარგოს დაცვას და ფარულად ახდენს საქართველოს მიერ იარაღის შესყიდვის ბლოკირებას". ჟურნალი ასევე წერს, რომ საქართველოს წინა ელჩი აშშ-ში სწორედ ამიტომაც გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან, რომ მან საქართველოსათვის იარაღის მიწოდების უზრუნველყოფა ვერ შეძლო.
"ამას გარდა, მოსახლეობის სულადობრივი შეფარდების მიხედვით, საქართველომ ყველაზე მეტი სამხედრო გააგზავნა ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა ჯერ ჯერობით უცნობია, საქართველო აშშ-დან იარაღის ყიდვას აპირებს თუ მისი მიღება დახმარების სახით სურს", _ წერს ჟურნალი.