თავდაცვის ყოფილ მინისტრს, "ქართული პარტიის" პარიზში მცხოვრებ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს ხელისუფლების შეცვლის თაობაზე "სახალხო კრების" სურვილში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ მიიჩნევს, რომ მას ამის შესაძლებლობა არ აქვს.
"მიუხედავად "სახალხო კრებასთან" გარკვეული დაპირისპირების არსებობისა, ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ მათ არსებული რეჟიმის შეცვლა მართლა სურთ, მაგრამ საკმაოდ დიდი ეჭვი მეპარება მათ შესაძლებლობებში. "სახალხო კრებას" არ შეუძლიათ ამ რეჟიმის შეცვლა იმ ფორმატით, გეგმებით, სტრატეგიით, რა სტრატეგიითაც ისინი მიდიან", - განაცხადა ოქრუაშვილმა "მაესტროსთან" საუბარში.
მისივე მტკიცებით, "ქართული პარტია" ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ 21 მაისს აქციაზე გასული მოსახლეობის "სახლებში გაშვება" არ მოხდეს.