11 მაისს, 12:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება საქართველოს ავტორთა საზოგადოების ახალი თავმჯდომარის და გამგეობის არჩევნები.
საზოგადოების ხელმძღვანელობაზე კენჭს იყრის ადვოკატი გიგა კობალაძე. თავმჯდომარეობის კანდიდატი წარადგინა "საქპატენტმა", როგორც ავტორთა საზოგადოების ერთი ხმის უფლების მქონე წევრმა. არჩევისთვის საჭიროა დამსწრეთა ხმების 51 პროცენტი.
კობალაძეს, როგორც იურისტს, გამოცდილება აქვს საავტორო უფლებების დაცვის სფეროში. არჩევნებამდე კობალაძემ 5 მაისს ავტორებს (კომპოზიტორებს, რეჟისორებს, მწერლებს, მხატვრებს) წარუდგინა სამოქმედო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის და განხორციელების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.