ექსპერტი ვასილ ჭყოიძე ნინო ბურჯანაძის მიერ აღლუმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "არასერიოზულს" უწოდებს.
"აღლუმი ხელისუფლების პატივსაცემად გამართული ღონისძიება არ არის. ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ეწყობა და ყველას ეხება - ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და უპარტიო ადამიანებსაც. ეს ქართული დღესასწაულია და ცოტა არალოგიკურია, რატომ არ უნდა ჩაიაროს მან მშვიდად. არასერიოზული ჩანს თარიღებზე და აღლუმებზე გამოკიდება. ჯობს პოლიტიკოსებმა მეტი დრო დაუთმონ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტას", - განუცხადა ჭყოიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმუქრება, რომ 26 მაისი და დაგეგმილი აღლუმი "მშვიდად არ ჩაივლის".