"ეროვნულმა საბჭომ" სამეზობლო პოლიტიკის ხედვა წარმოადგინა. "ახალი სამეზობლო პოლიტიკა"- ეს არის ეროვნული საბჭოს კონცეფცია რეგიონში არსებული ვითარების სტაბილიზაციისთვის, რომლის პრეზენტაციაც საბჭოს ლიდერებმა პარტიის ოფისში გამართეს.
უახლოეს მომავალში ახალი სამეზობლო პოლიტიკის პროექტი ბრიუსელსა და მოსკოვში გადაიგზავნება.
"ახალი სამეზობლო პოლიტიკის" (პროექტი) ავტორი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეროვნული საბჭოს წარმომადგენლი ბიძინა გიორგობიანია.