კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, სან-მარინოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარება საგანგაშო არ არის და ის ვითარებას არ შეცვლის.
"სან-მარინო ერთი მთაა. იქ დაალხოებით 30 ათასი კაცი ცხოვრობს და აღიაროს. არაფერს განსაკუთრებულს ამაში ვერ ვხედავ. "ფსევდო-სახელმწიფოების" აღიარება ვითარებას არ შეცვლის. მთავარია ისეთმა ქვეყნებმა არ აღიარონ, რომლებიც ამინდს ქმნიან. თუმცა, ვფიქრობ სხვანაირი მიდგომის შემუშავება გვჭირდება დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, რადგან შესაძლოა დღეს არ არის არაფერი სან-მარინოსა და ნაურის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება, მაგრამ 3 წელში პრეცენდენტი გახდეს. ასე რომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით", - განუცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
ექსპერტის აზრით, აღნიშნულის მიუხედავად, საჭიროა იმ მიზეზების დადგენა, რის გამოც სან-მარინო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებით დაინტერესდა.
"საჭიროა დიპლომატიური აქტიურობა. უნდა გავიგოთ გამომწვევი მიზეზები. თუ მართლა რუსული ინვესტიციაა სან-მარინოს დაინტერესების მიზეზი, ეს საზოგადოებამ უნდა გაიგოს", - განმარტა ექსპერტმა.