გოდერძის უღელტეხილზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა 6-მეტრიანი თოვლისგან გაიწმინდა.
დაახლოებით 13 კმ-იანი მონაკვეთზე მძიმე ტექნიკა 20 დღის განმავლობაში მუშაობდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ ბოლქვაძე გოდერძის უღელტეხილზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
ბოლქვაძის განცხადებით, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს შორის საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა ადგილობრივებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამ რეგიონებს ერთმანეთთან მჭიდრო ეკონომიკური და ადამიანური ურთიერთობები აქვთ.
დღესვე, ბოლქვაძემ დაბა ხულოში სასტუმრო "ხულო" გახსნა. "ხულო" დაბაში მოქმედი ერთადერთი სასტუმროა, სადაც 10 ადამიანი დასაქმდა.