"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს აზერბაიჯანში, მეთიუ ბრაიზას, ცილისწამებაში ადანაშაულებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას შემდეგ, რაც პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა აზერბაიჯანში მოსალოდნელი ფერადი რევოლუციისა და მასში მეთიუ ბრაიზას, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას ჩართულობის შესახებ განაცხადა, ბრაიზამ "ლეიბორისტული პარტის"` მიმართ ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტია რუსეთიდან ფინანსდება.
ძაგანიას განცხადებით, მეთიუ ბრაიზას ბრალდებასთან დაკავშირებით, ლეიბორისტები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვენ განმარტებას და იმის დადასტურებას, ეს განცხადება მხოლოდ ბრაიზას პოზიციას გამოხატავს, თუ შტატების ოფიციალურ პოზიციას.