პარლამენტში ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხთან დაკავშირებით ტექსტზე მუშაობა მიმდინარე კვირაში დაიწყება.
როგორც ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, კომიტეტის სხდომა, სავარაუდოდ, 13 მაისს ჩაინიშნება, სადაც ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხზე ტექსტზე მუშაობა დაიწყება.
მისი თქმით, აღნიშნული თხოვნით საქართველოს პარლამენტს თხოვნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩერქეზულმა დიასპორებმა მიმართეს.
აღსანიშნავია, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხი პარლამენტმა შესაძლოა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე განიხილოს.