საპარლამენტო ოპოზიცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ კომიტეტებს საქართველოში ადვოკატთა უფლებების დარღვევის ფაქტებით დაინტერესებას ურჩევს.
"ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ საქართველო ადვოკატების უფლებებს დარღვევასთან დაკავშირებით ძალიან ცუდ კონტექსტში მოიხსენია. ამას "ადვოკატთა ინსტიტუციონალური მარგინალიზაცია" ჰქვია", - აღნიშნა ვეფხვაძემ და ორგანიზაციის ანგარიში გასაცნობად ადამიანის უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლაშა თორდიას გადასცა.
მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ქართველი ადვოკატების მდგომარეობით იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც დაინტერესდება.
დღეს "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატების უფლებების დარღვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე 111 ადვოკატია დაკავებული, მაშინ, როცა საბჭოთა რეჟიმის დროს მხოლოდ 80 ადვოკატის დაკავება მოხდა.