სოფელ დიღმის მოსახლეობის წყლით მომარაგების პრობლემების შესახებ საკრებულოს დეპუტატ თინათინ ხიდაშელის განცხადებას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნინო თევდორაძე გამოეხმაურა.
თევდორაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება თინა ხიდაშელს საზოგადოებისა და სოფელ დიღმის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა.
"ქალბატონმა თინამ, როგორ საკრებულოს დეპუტატმა, კარგად უნდა იცოდეს, რომ სოფელ დიღმის კეთილმოწყობითი სამუშაოსთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. გამარჯვებული 23 მაისს გამოვლინდება, რომელიც გზის კეთილმოწყობით სამუშაოს თვის ბოლოსთვის დაიწყებს",_აღნიშნა თევდორაძემ.
მისი თქმით, 2012 წლის ბოლოს სოფელი დიღომი სრულად იქნება წყლით მომარაგებული.