ქსელში ჩასატარებელი სამუშაოს გამო, 11 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, დაბა წყნეთის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სააქციო საზოგადოება "თელასის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი განცხადებით, შეზღუდვა შეეხება ა და ბ ზონების, თამარ მეფის, გორგასლის, ფიროსმანის, ტაბიძის, რუსთაველის, აღმაშენებლის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.