დღეს, 10 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, გაიმართება შეხვედრა პაატა ბურჭულაძესთან.
შეხვედრის მიზანია, სტუდენტებს მიეწოდოთ ინფორმაცია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის შესახებ. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისისა მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, თბილისში, მახათას მთაზე, იწყება ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა.
შეხვედრაზე სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით გაახმოვანებს თავის ინიციატივას, რომელიც საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის. სტუდენტთა სლოგანია: "ამ ტაძარს მე და შენ ავაშენებთ მთელ საქართველოსთან ერთად".