ქსელში ჩასატარებელი სამუშაოების გამო 11 მაისს 10 საათიდან 16 საათამდე დაბა წყნეთის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ა და ბ ზონების, თამარ მეფის, გორგასლის, ფიროსმანის, ტაბიძის, რუსთაველის, აღმაშენებლის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.