დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალაში, ქალაქის ცენტრში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე მონაცემებით წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი დაიჭრა.
დაღესტნის შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთ ერთი გარდაცვლილი, სავარაუდოდ თვითმკვლელი-ტერორისტია. ამჟამად შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი მუშაობს. სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა მამაკაცს ტანზ ჰქონდა მიმაგრებული.
ამჟამად ტერორისტისა და გარდაცვლილების ვინაობა დგინდება.